24 янв. 2019 г.
14 янв. 2019 г.
27 апр. 2018 г.
13 февр. 2018 г.
,,ცხელი ღილაკების" სწავლების გაუმჯობესება
(გთხოვთ კომენტარებში მომწეროთ რეკომენდაციები)
ინფორმციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის სწავლების მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავდეს კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული
უნარ-ჩვევები, რაც მას დაეხმარება როგორც მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ასევე რეალური
ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში.
მნიშვნელოვანია მოსწავლემ სწორად შეაფასოს და შეარჩიოს თუ რომელ ინსტრუმენტს გამოიყენებს
კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
მოზარდმა თვაიდანვე უნდა გამოიმუშაოს
კლავიატურაზე სწორად ბეჭდვის ტექნიკა იცოდეს კლავიატურის კლავიშების ფუნქციები
მათ შორის ,,ცხელი“ ღილაკების დანიშნულება.
რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით სტანდარტის შედეგების მიღწევისას.
ის ტექნ. V.4 მოსწავლეს შეუძლია ისტის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის
მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
ასევე სახელმძღვანელოში თითეული
თემის შესწავლისას მოცემულია ცხელი ღილაკების კომბინაციები. სწავლებისას
ბრძანების ახსნა ხდება სამივე ხერხით (კონტექსტური,
მენიუს ზოლი, კლავიშთა კომბინაცია)მოსწავლეების
ცდილობენ ბრძანებები შეასრულონ მენიუს ზოლიდან ან კონტექსტური მენიუდან რადგან ვიზუალურად უფრო იოლად იმახსოვრებენ შესაბამის
ბრძანებებს.მათ ძალიან მოსწონთ ცხელი ღილაკების გამოყენება, როდესაც ხედავენ რომ უფრო
პრაქტიკულია და აიოლებს შესაბამისი ბრძანების შესრულებას. მაგრამ
ვერ ხერხდება შესაბამისი ღილაკების დამახსოვრება, რადგან არ ხდება ამ ღილაკების
სისტემატიური გამოყენება.ვფიქრობ კლავიატურის სავარჯიშო ტიპის თამაშები მოსწავლეებს
დაეხმარება ,,ცხელი „ღილაკების უკეთ სწავლებში და განუვითარდებათ შესაბამისი უნარები
სათამაშო გარემოში.
რესურსის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ დაიმახსოვრონ ,,ცხელი“ ღილაკების კომბინაციები, ვიზუალურად დაიმახსოვრონ თითეული ,,ცხელი“ ღილაკის კომიბინაცია რა ბრძანებას ასრულებს. მეტი მოტივაცია
ექნებათ გამიოყენონ პრაქტიკაში ,,ღილაკები“.
პრაქტიკული გამოყენება კი გაუადვილებთ სხვადსხვა
ბრძანებების სწრაფად შესრულებას.
თამაშის სახით შევქმენი
რესურსი , პროგრამა PowerPoint -ის დახმარებით. რესურსი არის სახალისო და ვფიქრობ მეტ მოტივაციას გამოიწვევს
მოსწავლეებში, ასევე განაპირობებს თითოეული ცხელი კლავიშის ფუნქციების დამახსოვრებას. მოსწავლემ უნდა შეასრულოს დავალება (კლავიატურის დახმარებით შეინახე დოკუმენტი) სწორად უნდა აირჩიოს კლავიატურის კომბინაციები
Ctrl+S ( რომელიც ჩასმულია სლაიდში)
რის შედეგადაც იგი შექებას იმსახურებს და გამოდის სწორი პასუხის შესაბამისი ანიმაცია.
არასწორი ღილაკების არჩევისას, შესაბამისი დაფიქრების ანიმაციას გამოდის და ვბრუნდებით
უკან სანამ სწორ პასუხს არ ვიპოვით, ახალ დავალებაზე ვერ გადავდივართ. ვფიქრობ რესურსის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ
დაიმახსოვრონ ცხელი ღილაკების კომბინაციები, ექნებათ მოტივაცია გამიოყენონ ცხელი ღილაკები, პრაქტიკულად გაუადვილდებათ სხვადსხვა ბრძანებების
სწრაფად შესრულება. თამაშის ტიპის რესურსის გამოყენება, განუვითარებთ შესაბამისი უნარებს სათამაშო გარემოში.
სურვილი მაქვს აღნიშნული გამოცდილება გავუზიარო ჩემს
კოლეგებს მოხარული ვიქნები, თუ ჩემს მიერ შექმნილი რესურსი მოქნილი და მოსახერხებელი
იქნება პედაგოგებისათვის და გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
25 дек. 2017 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)